|
2021-05-11 13:27:03, 766 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია „ქართულ ოცნებაზე“ - მოემზადონ ოპოზიციისთვის, ეს მათთვის პატივი იქნება
„ქართულ ოცნებაში“ მართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში? მილევადები ხართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასვლისთვის უნდა მოემზადოს. „ქართულ ოცნებაში“ მართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში? მილევადები ხართ! რად გინდათ ჩაბღაუჭება იმაზე, რასაც ხავსიც აღარ აქვს მოჭიდებული, დასრულებულია ის ამბავი. ავანგარდში საქართველოს მოქალაქის საკმარისი რაოდენობა ჩადგება, ვინც ბრძოლას არ გაანელებს და მერე თოვლის გუნდის პრინციპით კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება. ტრადიციულად, ისტორიულად, გადამწყვეტ როლს თამაშობდა საზოგადოების აქტიური ნაწილი, რომელიც ავანგარდში დგებოდა. ვფიქრობ, ამ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ და საუბრობენ. ისინი აღარ იქნებიან, მოემზადონ ოპოზიციისთვის, ეს მათთვის პატივი იქნება, გამოცდილებას მიიღებენ. „ქართულ ოცნებაში“ პრაქტიკულად პოლიტიკოსი აღარ დარჩა, რომელიც ერთხელ მაინც ოპოზიციაში იყო ნამყოფი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)