|
2021-05-10 19:01:52, 787 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კოლეგებთან კონსულტაციებს ხვალიდან გამართავს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ხვალიდან კოლეგებთან მჭიდრო კონსულტაციები გაიმართება. როგორც მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნამდე უკანასკნელი პოლიტპატიმარი არ იქნება. „პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, პირველ რიგში, უშუალოდ პარტიაში და ასევე, არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებთან და ასევე ყველა იმ პირთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დასჭირდება არაერთი დღე, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩემი სურვილია და ვიცი, რომ პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხზე. მე პარტიასთან, რომლებიც ჩემი ოჯახის წევრები არიან, ვაპირებ თითოეული საკითხის ძალიან დეტალურად გავლას. გარდა ამისა, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო ამის შემდეგ გადაწყვეტილება ბლოკ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ. უბრალოდ მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური. ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რადგან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ პერიოდულად გვავიწყდება, რამდენად დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)