01:01 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 17:36:34, 663 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გილოცავთ, კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება და „ქართული ოცნებაც“ ჩამოშორდება ხელისუფლებას

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ გიორგი რურუა და ნიკა მელია პოლიტპატიმრები იყვნენ.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი გამარჯვება მიღწეული, რადგან გიორგი რურუა და ნიკა მელია თავისუფალია.

„შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი და „ნაცმოძრაობა“ ჯერ არ აწერს ხელს, იმედია, შეუერთდება. შავით თეთრზე წერია, რომ სწორედ პოლიტიკური პატიმრები იყვნენ გიორგი რურუაც და ნიკა მელიაც.  ყველაფერი დღესავით ნათელია, მთავარი მიღწევა და გამარჯვება არის, რომ გიორგი რურუა და ნიკა მელია განთავისუფლდა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ დოკუმენტის შესრულებისკენ.

კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება. ვულოცავ ნიკას, მის ოჯახის წევრებს, ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, მადლობა ევროპას, ამერიკას. ორკვირიანი ნერვების აშლილობის შემდეგ უნდა დავმშვიდდეთ, ოპოზიციურ ფლანგზე თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. განსხვავებულ აზრს უნდა მივეჩვიოთ, რადგან ერთი პარტია არ ვართ. მესამე ცენტრიც იქნება, ყველაფერი კარგად იქნება და „ქართული ოცნებაც“ ხელისუფლებას ჩამოშორდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics