|
2021-05-10 15:01:12, 616 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - მაინც ის გააკეთა, რასაც ყველა ვურჩევდით
ჩვენთვის და ევროკავშირისთვის ცოტა ადრე რომ დაეჯერებინა, არც თვითონ იწვალებდა და არც სხვას აწვალებდა ამ გაჯიუტებით, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად და ნიკა მელიას პოლიტპატიმრად არ აღიარებს. „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენთვის და ევროკავშირისთვის ცოტა ადრე რომ დაეჯერებინა, არც თვითონ იწვალებდა და არც სხვას აწვალებდა ამ გაჯიუტებით, რადგან მაინც ის გააკეთა, რასაც ყველა ვურჩევდით და რაც ერთადერთი ადეკვატური გზა იყო მისი ციხიდან გამოსასვლელად. შესაბამისად, ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნიკა მელიას ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა. მიხვდნენ, რომ ჩვენ ვართ გაჯიუტებული და ძალიან უცნაური ხალხი. არა მარტო შეთანხმებაში დაგვეხმარნენ, არამედ იმ შეთანხმების განხორციელებაშიც გვეხმარებიან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, დღეს გაიმართება. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმროს დღესვე დატოვებს. ცნობისთვის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს პროკურატურამ გუშინ მიმართა. ამასთანავე, 8 მაისს ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით ევროკავშირმა გადაიხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)