|
2021-05-10 13:58:39, 657 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტი ბარბაროსული ინიციატივაა, რომლის მიღებაც ქვეყნისთვის საზიანოა. უდუმაშვილმა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პარტიაში ჯერჯერობით არ ყოფილა. „ამნისტიის კანონის იმ ფორმით მიღება, რომელიც დღეს არის დარეგისტრირებული პარლამენტში და განსაკუთრებით ეს არის „ქართული ოცნების“ კანონპროექტი, ეს არის მართლაც ბარბაროსული ინიციატივა, რომლის მიღება იქნება სერიოზული ზიანის მომტანი ზოგადად ქვეყნისთვის. ბუნებრივია, თუ ამ კანონპროექტის განხილვა შეწყდება და შეჩერდება, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი. ჯერ პარტიაში პარლამენტში შესვლის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. ეს შეგნებულად მოხდა იმიტომ, რომ პარტიის თავმჯდომარის გარეშე ამ საკითხზე მსჯელობა წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)