|
2021-05-10 11:10:32, 637 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა“ ორგანიზებით გამართულ დეგუსტაციაზე იმ ქართული კომპანიების ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც, დღეისათვის, პოლონეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტს არ ახორციელებენ. ქართული ღვინის წარდგენას გამომცემლობის „ვინისფერა“ ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი კრაკოვიდან უძღვებოდა. „დეგუსტაციაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ იმპორტიორები პოლონეთიდან, რომელთაც 25 ქართული კომპანიის ღვინის ნიმუშები წინასწარ გაეგზავნათ. აღნიშნული ღვინოები მათ დეგუსტაციის მიმდინარეობისას დააგემოვნეს და შეაფასეს. მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტს 60-მდე კომპანია ახორციელებდა; ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო (ზრდა 30%). პოლონეთმა 60 ექსპორტიორ ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა. მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 1,8 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 2%). ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, 2021 წელს, აქტიური მარკეტინგული კამპანია გაგრძელდება. კამპანიას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „მალინოვა“ („Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K“) განახორციელებს. სააგენტო აღნიშნულ კომპანიასთან 2016 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს". - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)