|
2021-05-08 16:57:19, 725 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი ევროკავშირის გირაოზე - ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტპატიმრის გასათავისუფლებლად, ჩემთვის უცნობია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ევროკავშირის უპრეცედენტო ნაბიჯია. როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად და პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად, მისთვის უცნობია. „ევროკავშირის უპრეცედენტო ნაბიჯი: გუშინ საღამოს, ევროპული დემოკრატიის ფონდის დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომამ, რომელიც ერთი საათში დაორგანიზდა, დაამტკიცა ნიკას გირაოს დაფარვა. ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად და პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად, უცნობია, ჩემთვის, პირადად. დიდი მადლობა ფონდს, რომლის შექმნის იდეის განხორციელებაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი ბრიუსელში 2012-2013 წლებში“, - წერს სალომე სამადაშვილი. ცნობისთვის, ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)