|
2021-05-08 15:19:10, 1487 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი აღმოსავლეთ იერუსალიმში არსებული სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ისრაელსა და პალესტინას თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ძალადობა და წაქეზება მიუღებელია და დამნაშავეებმა ყველა მხრიდან პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება აღმოსავლეთ იერუსალიმში არსებულ სიტუაციას. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლიანად მოიქცეს და ყველა ღონე იხმაროს სიტუაციის დეესკალაციისთვის. „ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ იმოქმედოს იერუსალიმში არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. ტაძრის მთასთან/ ჰარამ ალ-შარიფთან დაკავშირებით წამქეზებლური ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული და სტატუს-კვოს მიმართ პატივისცემა უნდა იქნას გამოჩენილი. ყველა მხრიდან პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერებმა თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ყველა ღონე იხმარონ ამ არასტაბილური ვითარების განსამუხტად“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 200-მდე პალესტინელი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)