|
2021-05-08 12:15:28, 790 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში შშმ პირების შესახებ საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან და ამ სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უძღვებოდა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას და მის განხილვას. აღნიშნული სამოქმედო გეგმა შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, მიმდინარე წლის 31 მარტს დამტკიცდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა - ანნა ჩერნიშოვამ და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ - ეკატერინე სხილაძემ. სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გეგმით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები და მათი შესრულების ინდიკატორები. შეხვედრის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებსა და ამ სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცათ, საჭიროების შემთხვევაში სამოქმედო გეგმაში შესაბამისი ცვლილებების ასახვის მიზნით. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის რეგულარული ხასიათის მქონე სამომავლო თანამშრომლობას, რომლის ნიადაგზეც საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნება. მისი მიზანი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემთან მუდმივი და მჭიდრო კონსულტაციების წარმოება, ისევე, როგორც სამომავლო სამოქმედო გეგმების შემუშავების და განხორციელების პროცესში მათი არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)