|
2021-05-07 14:34:15, 1256 ნახვა
საზოგადოება
საცურაო აუზი პატარას 3 თვიდან სჭირდება - სად შეიძლება გასაბერი აუზების ხელსაყრელ ფასად შეძენა?
იცოდით, რომ პატარებს ცურვა 1 თვიდან შეიძლება ასწავლოთ? დიახ, პირველი ცურვის გაკვეთილები შეგიძლიათ 3-4 კვირის ბავშვს ბანაობის დროს ჩაუტაროთ, ხოლო 3 თვის შემდეგ, დასაშვებია, პატარა მოცურავემ გასაბერ აუზში გადაინაცვლოს. წლამდე ასაკის ბავშვისთვის აუზი უპირველესად ზომის მიხედვით უნდა შეირჩეს, ფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება, ამიტომ თუ რა ფორმის იქნება თქვენი შვილის აუზი, ეს მთლიანად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. აუცილებელია, ზუსტად დაიცვათ ტემპერატურა, რომელიც 32-33 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. რა უნდა გავითვალისწინოთ გასაბერი აუზის შერჩევისას? პირველ რიგში გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი, ჩვილებისთვის რასაკვირველია, მცირე დიამეტრის აუზზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. ზომის შემდეგ ფორმასა და დიზაინს მიაქციეთ ყურადღება, შეგიძლიათ შეარჩიოთ ცხოველების ფორმის მქონე აუზები, ნახატებიანი, სრულიად სადა ან ნახევრად გადახურული აუზი. ამ ტიპის აუზში მოცურავე ბავშვი თან D ვიტამინს იღებს მზისგან და თან დაცულია მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან. 9-10 წლის ბავშვებისთვის ონლაინ მაღაზია liloshop.ge მცირე ზომის „გასაბერ აკვაპარკებს“ გთავაზობთ, სადაც თქვენი შვილები წყლის სასრიალოებიდან პირდაპირ აუზში მოხვდებიან, წყლის ატრაქციონები ხომ საუკეთესოა გასართობია ზაფხულის პაპანაქებაში. კარკასული ტიპის აუზები თინეიჯერებისთვისაა განკუთვნილი, მყარი კონსტრუქცია უძლებს დატვირთვას და იტევს რამდენიმე ადამიანს. სად შეიძლება შევიძინოთ აუზები ხელსაყრელ ფასად? საბავშვო აუზების ფართო არჩევანს ონლაინ მაღაზია Liloshop გთავაზობთ. ყოველგვარი დაძაბულობისა და სტრესის გარეშე, თქვენთვის ხელსაყრელ დროს, შეგიძლიათ, აუზი შეიძინოთ ონლაინ, რომელსაც სახლში მოგართმევენ. დიახ, liloshop.ge-ზე 50 ლარზე მეტი ღირებულების შენაძენს კურიერი თბილისში 2-3 დღეში უფასოდ მოგიტანთ, რეგიონებში მიტანა კი 3-5 დღეში ხდება. გარდა იმისა, რომ liloshop.ge-ზე შოპინგი მარტივი და სასიამოვნოა, ფასებიც ყველაზე მომხიბვლელია. ზოგადად რომ მიმოვიხილოთ ფასები, აუზის ღირებულება 32 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდე მერყეობს. მართალია, კომფორტი დეტალებშია, მაგრამ liloshop.ge გაძლევთ საშუალებას, პატარების გული ხელსაყრელ ფასადაც მოიგოთ. თუ მაღალფასიანი აუზის შეძენა გსურთ და იმ კონკრეტული მომენტისთვის თანხა გაკლდებათ, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ, საიტზე მითითებულია ინფორმაცია, ყოველთვიურად შესატანი თანხის რაოდენობის შესახებ. თუ პირდაპირ შეძენას აპირებთ, კალათში ამატებთ ნივთს, ირჩევთ გადახდის მეთოდს, ბარათით გადახდა, გადარიცხვა, ან ნაღდი ანგარიშსწორება და აუზი უკვე თქვენია. გილოცავთ, თქვენ მზად ხართ ზაფხულის სიცხესთან საბრძოლველად.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)