01:07 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-07 13:34:32, 783 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით 18 წლამდე მოსახლეობის აცრა არ იგეგმება.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოში მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო განიხილავს.

„საქართველოში ჯერ ალბათ ვერა. მოგეხსენებათ, ეს დაუშვა ახლა კანადამ. ჯერ მხოლოდ „ფაიზერზეა“ ჩატარებული კვლევები 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსახლეობაში. ასევე „ასტრაზენეკაც“ ატარებს ამ კვლევებს. ალბათ შემოდგომამდე მაინც, სანამ ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო არ განიხილავს, ჯერჯერობით ამაზე ჩვენთან საუბარი არ არის. თუმცა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას მსოფლიო ვერ დაამარცხებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics