14:54 - 26 Jul, 2026
|
2021-05-06 21:15:25, 828 ნახვა
მსოფლიო
ლატვიამ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხეთა გენოციდი აღიარა
ლატვიის სეიმმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხეთა გენოციდი აღიარა. ამის შესახებ ლატვიის პარლამენტმა შესაბამისი დეკლარაცია მიიღო. „ვაცნობიერებთ რა იმას, რომ ოსმალეთის იმპერიის მმართველი ორგანოების ქმედებების შედეგად დიდი რაოდენობით სომეხი ძალადობრივად იყვნენ დეპორტირებულები იმპერიის სხვა რეგიონებში და დაიღუპნენ შიმშილის, წამების და მკვლელობის შედეგად, სეიმი გმობს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს, მათ შორის მკვლელობებს და ძალადობრივ გადასახლებას“, - განაცხადეს ლატვიის პარლამენტში. მიღებული დეკლარაცია 40-მა დეპუტატმა მოამზადა, ლატვიის პარლამენტში, დეპუტატმა რომან ნაუდინშმა სომხეთს მოუწოდა, რომ აღიარონ ლატვიელთა გენოციდი და ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)