22:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-06 13:33:03, 966 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის ციფრები საგანგაშოა, ვიმსჯელებთ დამატებით ლოკალურ შეზღუდვებზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ზრდა საგანგაშო და საყურადღებოა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, საკოორდინაციო საბჭ იმსჯელებს ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

„ეს ციფრები საგანგაშო და საყურადღებოა. მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება, ვაკვირდებით, რომ ნიღბის ტარება გაზრდილია 75 პროცენტამდე, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს 95 პროცენტამდე. დამატებით ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს, თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ხედვები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მივმართთ რადიკალურ ზომებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანვე დასძინა, რომ საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებლის პიკური მაჩვენებელი, მაისის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.

„იმ რიცხვებით, რომელიც დღეს გვაქვს და გათვლებით, მოსახლოდნელია მასისის მეორე ნახევარში პიკური მაჩვენებლი, მაგრამ თუ საზოგადოება და სახელმწიფო ერთიანად იმოქმედებენ, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ არ მივიღოთ პოკური მაჩვენებელი და შევლოთ ამ ვირუსის დროში, თავისი რიცხობრივობით მართვა“, - დასძნა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics