|
2021-05-04 14:18:36, 870 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ვაქცინაცია უფრო გაამყარებს ტურიზმის სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს
„მნიშვნელოვანია, რომ კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, არა მხოლოდ არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ფრენებს, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ბაზარს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ ტურისტულ სეზონს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შეკითხვაზე, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას შეეხებოდა, მინისტრმა უპასუხა, რომ ასეთ ავიაგადამყვანთა დიდი ნაწილი ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებენ, მაგრამ, მისი თქმით, ახალი ავიაკომპანიების მომსახურებისთვის ასევე მზადაა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები. ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ფლაიარისტანი" ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით (ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი) იფრენს. ასევე რეგულარულ რეისებს ახორციელებს უკრაინის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „სქაიაფ ეარლაინზი". მალე საქართველოს ბაზარზე პირველად შემოვა გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავი „ევროვინგსი".
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)