23:00 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 14:07:25, 641 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მე მაქვს გასაგიჟებელი მხარდაჭერა, ნავალნის გმირად ვთვლი, მაგრამ რუსეთში ასეთი მხარდაჭერა არ არის

რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმაოდ მობილიზებულია, მე მაქვს გასაგიჟებელი მხარდაჭერა, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ჟურნალისტის შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ მას საქართველოს ხელისუფლება მოექცეს ისე, როგორც მოექცა რუსეთი ალექსეი ნავალნის.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, მისთვის ალექსეი ნავალნი გმირობის სიმბოლოა და საჭიროა მისი მხარდაჭერა.

„რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმაოდ მობილიზებულია, მე მაქვს გასაგიჟებელი მხარდაჭერა. ნავალნის მე რეალურად გმირად ვთვლი, ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში მოვა, თუ ის გადარჩება. საერთო ჯამში, ალექსეი ნავალნი ჩემთვის გმირობის სიმბოლოა და ასეთი ხალხი ცოტაა, საჭიროა მათი მხარდაჭერა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics