16:25 - 26 Jul, 2026
|
2021-05-03 16:10:02, 1396 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფაშინიანის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო, ხოლო 75-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ამასთან, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, „აყვავებული სომხეთისა“ და „გაბრწყინებული სომხეთის“ წევრებს. დღევანდელი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პროცედურა დაიწყო. კერძოდ, თუ ერთ კვირაში დეპუტატები პრემიერ-მინისტრს ისევ ვერ აირჩევენ, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)