|
2021-05-02 19:49:24, 1474 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ
ისრაელში დღეს ეროვნული გლოვის დღეა. ქვეყანაში მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გლოვის დღესთან დაკავშირებით დაშვებულია დროშები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მერონის მთაზე დაშავებულები ადამიანებისთვის სისხლი ჩააბარა. ამის ამსახველი ფოტომასალა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. „დიდი მადლობა ისრაელის მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს სისხლი ჩააბარეს. ასეთ დროს ჩვენი ხალხი ერთიანდება. ისრაელის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს დაშავებულთა ოჯახებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ. ისრაელში, მერონის მთაზე ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევისა და ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 150-ზე მეტი. ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რელიგიურ ღონისძიებაზე ათობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)