|
2021-05-01 15:28:02, 723 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება
მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“ ვიდეოჩართვისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ზონაში შესაბამისი ღონისძიებები პირველივე დღეებიდან გაატარა. „ე.წ. ექსპერტების მხრიდან დიდი კრიტიკა მოდიოდა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ვიმსახურებდით. პირველივე დღიდან, როგორც კი გაჩნდა საფრთხე, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. გზა ჩაიკეტა, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა. ამჟამად კი, კონკრეტული არეალი მზადდება უკვე შემდეგი ეტაპისთვის. როგორც კი პროექტი მზად იქნება, მეორე ეტაპს დავიწყებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ვაშლიჯვრის ფერდზე არსებულ ვითარებაზე ვიდეომიმართვაში მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც ისაუბრა. მისი თქმით, გუშინ დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის დროს, მეწყრულ ზონაში მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე რაიმე სახის გადაადგილებას ადგილი არ ჰქონია და მაჭავარიანის ქუჩა არის უსაფრთხო. „გუშინ დედაქალაქში უხვი რაოდენობის ნალექი მოვიდა. პირველივე წუთებიდან კონკრეტულ ლოკაციებზე იყო მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ. დღეს, დილას დამატებით მოხდა გეოდეზისტების მიერ კონკრეტული ნიშნულების აღება, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით რაიმე სახის გადაადგილება შეინიშნებოდა თუ არა მეწყერის მასასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელ უხვ ნალექს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია და იგივე მდგომარეობა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ადგილი არის სრულიად უსაფრთხო. როგორც იცით, პირველი რიგის სამუშაოები უკვე ჩატარებულია. უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური დაექსპერტებული პროექტი, რის მიხედვითაც მეორე ეტაპის სამუშაოებს დავიწყებთ - ეს გულისხმობს უშუალოდ მეწყერის გამაგრებას. შესაბამისად, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)