23:01 - 25 Jul, 2026
|
2021-04-30 16:55:21, 874 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძესაც განიხილავს
გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდის მხრიდან განცხადებები უახლოეს მომავალში გაკეთდება. „უმრავლესობაში მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც მათ შორის. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როცა გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ-დავწონით სიტუაციას და შევაფასებთ შექმნილ ვითარებას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)