23:00 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 14:43:42, 725 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ენმ“-ის მერობის კანდიდატის მხარდაჭერა არჩევნებში მარცხის ფორმულაა

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ ყველა ოპოზიციური პარტია ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერს, მარცხის ფორმულა იქნება.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა შექმნას მძლავრი მესამე ცენტრი და დააყენოს საერთო  კანდიდატი.

„თუ „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავუჭერთ მხარს ყველა ოპოზიციური პარტია, ეს არის მარცხის ფორმულა. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში სამწუხაროდ, იცით როგორც მთავრდება არჩევნების შედეგი - ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც დააყენებს კანდიდატურას. ეს არის ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია. ამ საკითხზე დისკუსია არასწორია, რადგან პოლიტპატიმარი ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებაშია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics