04:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 13:36:57, 601 ნახვა

სამართალი
ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაჭრილი მამა-შვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაჭრილი მამა-შვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით მიმდინარეობს.

„2021 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, - აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics