|
2021-04-30 10:45:12, 961 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში, რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელში, რელიგიურ ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად მინიმუმ 44 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს „მძიმე კატასტროფა“ უწოდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ათიათასობით ულტრა-მართლმადიდებელი ებრაელი მე-2 საუკუნის ბრძენის, რაბი შიმ ბარ იოჩიის საფლავთან მივიდა, სადაც ყოველწლურად მის ხსოვნას პატივს მიაგებენ. ლაგ ბა-ომერის ფესტივალი ღამის ლოცვას, მისტიკურ სიმღერასა და ცეკვას მოიცავს. მედიკოსების თქმით, ჭყლეტის შედეგად 103 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ისრაელის პოლიციის სპიკერის განცხადებით, მთის ფერდზე ტევადობა იგივე იყო, თუმცა კოცონის გარშემო შესაკრებად უბნები დაანაწევრეს, რადგან COVID-19 სიფრთხის გამო მასის დაყოფა უნდოდათ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა ნაგებობის ჩამონგრევამ გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჭყლეტა მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)