|
2021-04-29 13:08:06, 651 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული დარღვევებისთვის სასჯელს ამკაცრებს, ვაპირებთ, დავაყენოთ საკითხი, რომ კენჭისყრა გადაიდოს
ვაპირებთ, დავაყენოთ საკითხი, რომ კენჭისყრა გადაიდოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებები ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და იმ შთანხმების სულისკვეთებას, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით იქნა მიღწეული. „ქართული ოცნება“ ამკაცრებს სასჯელს ადმინისტრაციული დარღვევებისთვის. ეს ერთი მხრივ ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს ქვეყანაში და ასევე მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება სულისკვეთებას იმ შეთანხმების, რომელიც მიღწეულ იქნა შარლ მიშელის მედიაციის დახმარებით. ამიტომ ჩვენ დღეს აქ, საქართველოს პარლამენტში ვაპირებთ, რომ დავაყენოთ საკითხი, რომ გადაიდოს კენჭისყრა და განხილვა ამ საკითხის და მიეცეს შესაძლებლობა როგორც ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს პოზიცია რომ დაგვეფიქსირებინა, სწორედ ამიტომ მოვედით პარლამენტში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენი პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე, ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)