21:55 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 12:57:13, 564 ნახვა

პოლიტიკა
მოვედი, რომ გავუზიარო ჩემი აზრები, იქნებ ერთად მოვძებნოთ რაღაც გამოსავალი - სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას ხვდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი რუსთავის ციხეში „ნაცონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ხვდება.

როგორც სალომე სამადაშვილმა სასჯლეაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, მან უნდა გაუზიაროს ნიკა მელიას საკუთარი აზრები და მოისმინოს, თუ რას ფიქრობს ის.

„შესაძლებლობები არსებობს მისი თვალთახედვიდან, მასაც გავუზიარო რა ვითარებაა როგორც პარლამენტში შესული დეპუტატების მხრიდან, რა განწყობა გამოიკვეთა იქ, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პოზიციებში და იქნებ ერთად მოვძებნოთ რაღაც გამოსავალი. ამნისტიის კანონის მიღება არის შეთანხმების ნაწილი, ამიტომ ასე მარტივად ამის გადახედვა ვერ მოხდება, მაგრამ მე ნიკასთან ერთად მინდა ვიმსჯელო, რაიმე სხვა გზები თუ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად შევძლოთ პატიმრობის თემის დასრულება. მე მივდივარ ნიკასთან პირველ რიგში იმიტომ, რომ მოვინახულო, გავუზიარო ჩემი აზრები, მოვისმინო ის რას ფიქრობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics