|
2021-04-27 12:55:46, 706 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებიკენ
ვერასდროს და ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან იმას, რაც მოხდა 20 ივნისს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ, რათა საზოგადოებამ შეძლოს წინ წასვლა. „მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, ეს არის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტია. ვერასდროს და ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან იმას, რაც იმ დღეს მოხდა, როდესაც დაიცვა ასობით ათასმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ვერც ამ პარლამენტში ამოიშლება ეს დღე, როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა, ბატონი გავრილოვი გავაძევეთ პარლამენტიდან და ვერც ის დღე ამოუშლება, როდესაც ამ დარბაზში ნიკა მელიას მოეხსნა იმუნიტეტი, მის დასაკავებლად. ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ. იმისთვის, რომ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, ტკივილს და შევძლოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ წინ წავიდეთ. წინ ვერ წავალთ, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის. რომ ეს ამნისტია მის უფლებას არღვევს. გვმართებს ძალიან ფართო დისკუსია ამნისტიის კანონპროექტზე, თუმცა ცხადია ჩვენ ვიცავთ იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ამ ქვეყნის ისტორია სავსეა მწვავე დაპირისპირებით, სავსე ტკივილით, მძიმე პოლიტიკური შეცდომებით და ეს შეთანხმება შესაძლებლობა იყო, მათ შორის ჩვენთვის, რომ მიგვეღწია ფართო ეროვნული კონსენუსისთვის და ბევრ საკითხზე დაგვეხურა ისტორიული თავი, დაგვეხურა ბევრი საკითხი, რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების წაგება და მოგება ერთი პოლიტიკური მოვლენაა და არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა მიიღებს ყველაფერს და ვიღაც დაკარგავს ყველაფერს. ჯერჯერობით კიდევ გვაქვს შანსი, რომ გავაგრძელოთ სწორედ ამ, ქვეყნის კონსოლიდაციის გზით სიარული“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)