|
2021-04-27 11:47:59, 703 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ ნაბიჯი გადავდგით, თუმცა ის ჯერ არ დასრულებულა
დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, თუმცა ის არ დასრულებულა, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, ოპოზიციის ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, იყო თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმური. მანვე დასძინა, რომ ოპოზიციას წინ რთული დღეები და საპარლამენტო დისკუსიების დროს ბრძოლები ელის. „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ მაგრამ ჯერ ის არ არის დასრულებული, დასრულდება მაშინ როდესაც პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფლალი, როცა ყველა კანონი, რაც მისაღებია იქნება მიღებული და რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, ამ რეფერენდუმით საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, 2020 წლის არჩევნები იყო ლეგიტიმური, თუ არალეგიტიმური, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და უნდა შეიცვალოს თუ არა ხელისუფლება ქვეყანაში. ეს არის ღირსეული დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის. წინ უზარმაზარი, რთული დღეები გველის, ბრძოლები საპარლამენტო დისკუსიების დროს, „ქართული ოცნება“ მარტივად არ განახორციელებს ყველა ცვლილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი მზად ვართ, დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერით და ხალხის სრული მხარდაჭერით, ვაიძულოთ „ქართულ ოცნებას“ შეასრულოს შეთანხმების ყველა პუნქტი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)