|
2021-04-26 11:27:59, 517 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - არჩილ თალაკვაძემ გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო, ის იყო და არის გამორჩეული ლიდერი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან ერთად მიიღო. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმართა, პარლამენტში თვისობრივად უნდა შეიცვალოს მდგომარეობა და უმჯობესად ჩაითვალა, პარლამენტის სპიკერი მოლაპარაკებებისგან დისტანცირებული პირი იყოს. „არჩილ თალაკვაძემ გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭოსთან და გუნდთან ერთად. ის იყო და არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. დღეს, როდესაც პარლამენტში თვისობრივად უნდა შეიცვალოს მდგომარეობა და ოპოზიციის ნაწილი შემოსულია, უმჯობესად ჩაითვალა, რომ პროცესებისგან უფრო დისტანცირებული ადამიანი იყოს პარლამენტის სპიკერი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)