|
2021-04-25 16:31:02, 816 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა რაჭის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. სამეგრელოს რეგიონის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები რაჭაში - ონისა და ამბროლაურის საჯარო სკოლებში გაიმართა. ლიცეუმის წარმომადგენლები სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. სასწავლო კურსის უფროსმა მაიორმა ბერდია მუშკუდიანმა, კადეტებმა ლუკა ბენდელიანმა და მარიამ გურულმა მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეთა მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, ლიცეუმში არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ პროცესს შეეხო. ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყება. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ საბაზო საფეხურის მეცხრე კლასს. მოსწავლეებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა ჩააბარონ მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. საბოლოოდ კადეტის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდების წარმატებით ჩაბარებასთან ერთად, აუცილებელია სამედიცინო შემოწმების გავლა სამხედრო ჰოსპიტალში.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)