|
2021-04-24 10:41:19, 539 ნახვა
კომენტარი
სოლომონ პავლიაშვილი: აუცილებელია, შევქმნათ მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. როგორც მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, პროექტი ახალი გამოწვევაა და იგი ხელს შეუწყობს საქართველოში ცირკულარული მოდელის იმპლემენტაციას. „აუცილებელია, შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლა, შევქმნათ უნარჩენო ტექნოლოგია ქვეყანაში და წავახალისოთ ცირკულარული ეკონომიკის მოდელი. ერთიანი ძალისხმევით, ეს პროექტი წარმატებული იქნება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სამიზნე მაჩვენებლების და ცირკულარული მიზნების განსაზღვრასა და დადგენას, ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრას და საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავებას, რათა დაჩქარდეს ქვეყანაში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი. საკოორდინაციო საბჭო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაამტკიცა და იგი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს აღნიშნული მიზნების შესრულებისთვის.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)