|
2021-04-23 19:26:04, 1109 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ახალი ამბების სააგენტო Meduza „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ლიეტუვაში დარეგისტრირებულ ახალი ამაბების სააგენტო Meduza „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა. როგორც მედია იუწყება, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რადგან გადაწყვეტილება უკანონოა. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია, რომელიც „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდება, ვალდებულია საზოგადოებას თავი ამ იარლიყით გაეცნოს. ასევე ორგანიზაციის ბიუჯეტსა და ფინანსებს აკონტროლებს სრულად სახელმწიფო, ორგანიზაციაში დასაქმებულებს კი საჯარო სამსახურში მუშაობა ეკრძალებათ. ასევე ცნობისთვის, 2017 წელს რადიო თავისუფალი ევროპა რუსეთის ფედერაციამ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა, 2021 წლის 10 თებერვალს კი რადიო თავისუფალი ევროპა რუსეთმა 11 მილიონი რუბლით დააჯარიმა, რაც 150 000 დოლარს უდრის - სააგენტოს მიერ საკუთარი თავის იდენტიფიკაციის დროს „უცხოეთის აგენტი“ არ დასახეელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)