|
2021-04-23 18:10:01, 1120 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებენ
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად, რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებენ. ამის შესახებ ინფორმაციას abc NEWS - ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად იქნა გამოცხადებული, „რადგან მათ შეასრულეს თავიანთი დიპლომატიური სტატუსისათვის შეუთავსებელი საქმიანობა.“ აღნიშნულის გამო, მათ ქვეყნის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა აქვთ. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ქვეყნიდან ერთ რუს დიპლომატს გააძევებენ, რომლის საქმიანობა ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ საქმიანობას არ შეესაბამება. ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ქვეყანა არ შეეგუება დივერსიულ საქმიანობას არც საკუთარ და არც ქვეყნის პარტნიორებისა და მოკავშირეების ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი 2014 წელს მომხდარ აფეთქებაში რუსეთის მოქალაქეებს ადანაშაულებს. ჩეხეთის ხელისუფლებამ 19 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამის საპასუხოდ კი, რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)