|
2021-04-23 16:56:56, 643 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს
პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში წერს, რომ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ალექსეი ნავალნი აღნიშნავს, მიზეზი, რის გამოც მან აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ექიმების განცხადებაა, რომლებმაც დაწერეს, რომ მინიმალური დროის შემდეგ, შესაძლოა მის მკურნალობას აზრიც აღარ ჰქონდეს. ამასთანავე, ალექსეი ნავალნი აღნიშნავს, რომ ხელებისა და ფეხების ნაწილში მგრძნობელობას კარგავს. „ექიმებმა, რომლებსაც მე ვენდობი, გუშინ განცხადება გაავრცელეს იმის შესახებ, რომ ჩვენ მივაღწიეთ საკმარიის და დროა, მე შევწყვიტო შიმშილობა. გულახდილად ვიტყვი, რომ მათი სიტყვები იმის შესახებ, რომ ანალიზების მიხედვით „მინიმალური დროის შემდეგ, შესაძლოა ჩემს მკურნალობას აზრიც აღარ ჰქონდეს“, მგონია რომ ჩემგან დაფიქრებას და ყურადღებას იმსხურებს. მეგობრებო, ჩემი გული მთლიანად სიყვარულით და მადლიერებით სავსეა თქვენს მიმართ და არ მინდა, რომ ვიღაც, ჩემს გამო განიცდიდეს ფიზიკურ ტკივილს. მე ხელებისა და ფეხების ნაწილებში მგრძნობელობას ვკარგავ და ამ ვითარების გათვალისწინებ, ვიწყებ შიმშილობის შეწყვეტას“, - წერს ალექსეი ნავალნი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)