06:22 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 13:19:41, 664 ნახვა

სამართალი
ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულ შსს-ს ორ თანამშრომელს, გიორგი ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულებისთვის გირაოს გამოყენებას მოითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი 21 აპრილს დააკავა. მათ ბრალი გუშინ წარედგინათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics