|
2021-04-23 09:41:54, 685 ნახვა
მსოფლიო
ექიმები ალექსეი ნავალნის შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც საპატიმროში იმყოფება, ექიმები სთხოვენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა. როგორც რუსული სააგენტოს, Mediazona-ს მიერ გავრცელებულ მიმართვის ტექსტშია აღნიშული, ექიმები აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს, რათა მიეღწიათ ალექსეი ნავალნიმდე, თუმცა მათ პაციენტის გასინჯვის საშუალებას არ აძლევენ. „ჩვენ, როგორც დამსწრე ექიმები, მივმართავთ ალექსეი ნავალნის და ვთხოვთ, რომ დაუყოვნებლით შეწყვიტოს შიმშილობა სიცოცხლისა და ჯანმრთლობის შენარჩუნების მიზნით", - აღნიშნულია ექიმების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთლობა გაუარესებულია და შესაძლებელია, რომ ნებისმიერ მომენტში მისი ცხოვრება ფატალურად დასრულდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)