19:53 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 16:14:11, 545 ნახვა

პოლიტიკა
„ლელოს“ ინფორმაციით, ევროპარლამენტარები მზად არიან ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ

ევროპარლამენტარები მზად არიან ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მეორე დღეა, „ლელოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში, სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემაზე.

„ „ლელოს“ ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და მელია გათავისუფლდეს. მათი განმარტებით, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან, ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას.

„ლელოს“ ეს ინიციატივა ინტენსიურად განიხილება ბრიუსელში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან, ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე, „ლელოც“ მზად არის, შეურთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას.

იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ასევე დადებითად მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და დროულ რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები, ვისაც გააჩნია საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება.

„ლელო“ იმედოვნებს, რომ ჩვენი ეს ინიციატივა იქნება არსებული დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,-აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics