08:11 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 13:46:17, 484 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში Fintech ფორუმი გაიმართა

USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში ფინტეკის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ფინტეკ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიების  ფარგლებში  გაიმართა პრეზენტაციები და დიალოგი პროგრამის  მიგნებებსა და ეროვნული ბანკის გეგმებზე, ფინტეკის სექტორის განვითარების შესაძლებლობებსა და პოტენციური კოლაბორაციის პლატფორმების/მექანიზმების შეთავაზებებზე. ფორუმის მიზანია, ქვეყანაში ფინტეკის შესაძლებლობების იდენტიფიცირება,  იმისთვის რომ ფინტეკის აქტორებმა განავითარონ ნიშური მიმართულებები გლობალურ  ეკოსისტემაში და ამავდროლურად მოხდეს ადგილობრივი ბაზრის ზრდის ხელშეწყობა.

ფორუმს ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საბანკო-საფინანსო სექტორი, ასოციაციები და ფინტეკის კომპანიები.   

USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა თანამშრომლობს Fintech– ის კონსულტანტთან, ჩონჩოლ გუფთასთან და კემბრიჯის ბიზნესის სკოლის 5 MBA– ის გუნდის წევრებთან, რომლებმაც იმუშავეს საქართველოში ფინტეკის ინდუსტრიის ამჟამინდელი სტატუსის/მდგომარეობის შესაფასებლად და გასცეს რეკომენდაციები პროცესში ჩართული მხარეებისთვის შესაძლებლობების უფრო ეფექტურად გამოყენებისა და ათვისების მიმართულებით. აღნიშნული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა  აშკარა გამოწვევები ფინტეკის ეკოსისტემის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის არაინფორმირებულობისა და დიალოგის სიმცირის კუთხით. შესაბამისად, ფორუმის მიზანია ამ აქტორების გაერთიანება, კავშირების დამყარება და მათ შორის თანამშრომლობის წახალისება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ფინტეკის ლანდშაფტზე არსებული გამოწვევების სწრაფ გადაწყვეტას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics