|
2021-04-22 12:17:37, 625 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ოპოზიციური პარტიების ნაწილი გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული განცხადების ტექსტი პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურმა გაავრცელა: „ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება თუ რა ფორმით და როგორ ახდენდნენ ზეწოლას, ემუქრებოდნენ და ამცირებდნენ ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამიანებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, მხოლოდ იმისთვის, რომ ბერას მიმართ კრიტიკული ან თუნდაც უცენზურო ტერმინების შემცველი პოსტი დაწერეს „ფეისბუქზე“. ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟისა და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა. ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის, რაც მოქალაქეებმა „ტვ პირველის“ მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს. საჯარო გახდა ბევრი სხვა ანალოგიური ბრალდებაც. ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა – ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ „ტვ პირველიდან“ კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას. ეს მიუთითებს, რომ მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია. სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ, ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნითა და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად საშიშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა, შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში“, - ნათქვამია განცხადებაში. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები: „გირჩი-მეტი თავისუფლება“ „ევროპული საქართველო“ მოძრაობა „დროა“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ლეიბორისტული პარტია“ „გამარჯვებული საქართველო“ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ „სამართლიანობისთვის“ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ „ევროპული დემოკრატები“ „კანონი და სამართალი“ „პროგრესი და თავისუფლება“ „ქართული არჩევანი“ „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ „სახელმწიფო ხალხისათვის“ „თავისუფალი საქართველო“ „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ „ქრისტიან-კონსერვატული პარტია“ „ემსახურე საქართველოს“
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)