18:09 - 26 Jul, 2026
|
2021-04-21 22:55:25, 1137 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ არის გადასაყვანი
გაერო-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ არის გადასაყვანი. ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გაავრცელეს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ალექსეი ნავალნისთან სანდო ექიმებს არ უშვებენ და ის არასათანადო პირებებში იმყოფება. „ძალიან შეშფოთებული ვართ, რომ ბატონი ნავალნი ახლა იმყოფება ისეთ პირობებში, რომელიც შეიძლება, გავუთანაბროთ წამებასა და სასტიკ, არაჰუმანურ მოპყრობას. დაწესებულება, სადაც ოპოზიციონერი იმყოფება, საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. საერთაშორისო კანონმდებლობით, დაკავების შემდეგ პატიმრობაში მყოფი პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)