02:24 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 22:01:47, 756 ნახვა

კომენტარი
რასა იუკნევიჩენე - აუცილებელია, რომ უმსხვილესი პოლიტიკური პარტია იყოს შეთანხმების მონაწილე, პარლამენტს სჭირდება ძლიერი, რეალური ოპოზიცია

„აუცილებელია, რომ უმსხვილესი პოლიტიკური პარტია იყოს შეთანხმების მონაწილე, საქართველოს პარლამენტს სჭირდება ძლიერი, რეალური ოპოზიცია“, - ამის შესახებ ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩენემ განაცხადა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ, ამას მალე გააკეთებენ.

„ლელოსთან“ შეხვედრა, როგორც ყოველთვის ძალიან კონკრეტული და მომავალზე ორიენტირებული იყო. ვისაუბრეთ როგორ შეიძლება შეთანხმების ამოქმედება.

მოხარული ვართ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ყველა პოლიტიკურ პარტიას არ მოუწერია.

იმედი გვაქვს, რომ ისინი ამას გააკეთებენ. აუცილებელია, რომ უმსხვილესი პოლიტიკური პარტია იყოს შეთანხმების მონაწილე. ჩვენ ვისაუბრეთ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკურ ლიდერებზე და თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, რა დახმარება შეგვიძლია ჩვენ და ამისთვის მზად ვართ.

საქართველოს პარლამენტს სჭირდება ძლიერი, რეალური ოპოზიცია. ასევე, ვისაუბრეთ მომავალზე, განსაკუთრებით 2024 წელზე, როდესაც მმართველ პარტიას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება აქვს დაგეგმილი.

ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics