18:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 14:25:39, 654 ნახვა

ეკონომიკა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 18 750 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 18 750 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა.

„2021 წლის 20 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 18 750 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 37 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.600 პროცენტით, მაქსიმალური 8.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.600 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics