|
2021-04-20 12:44:15, 647 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ წასული 6-ვე დეპუტატი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს
„ქართული ოცნებიდან“ წასული 6-ვე დეპუტატი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს, - აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის იდეალური, თუმცა ეს არის არსებული კრიზისის გნმუხტვისა და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა. „სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული და არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, ეს საქმე პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად აქციეს, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი. პოლიტიკოსების ამ უპასუხისმგებლობამ ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა პირდაპირ ქვეყნის შიდა პროცესებში, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. რადიკალიზმის გაგრძელება შეუძლებელია, ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, რასაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ დოკუმენტს. ასევე ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)