|
2021-04-20 12:44:08, 486 ნახვა
საზოგადოება
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 69-ე სესიის ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 69-ე სესიის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია „ბათუმის თოქშოუ: მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მწვანე ეკონომიკისა და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფის ღონისძიებებით” (Batumi Talk Show: Scoring SDGs through action on green economy and clean air) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო. კონფერენცია UNECE-ის და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ევროპის რეგიონული ოფისის მიერ იყო ორგანიზებული. ონლაინკონფერენციისმიზანი 2016 წელს ბათუმში გამართული რიგით მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალზე „გარემოევროპისათვის“მიღებული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა იყო. აღნიშნულ მინისტერიალზე მიღებულ იქნა 2 მნიშვნელოვანი ინიციატივა: „ბათუმის ინიციატივა მწვანე ეკონომიკის შესახებ” (BIG-E) და „ბათუმის ქმედებები სუფთა ჰაერისთვის” (BACA). BIG-E და BACA წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონულ გარემოსდაცვით ინიციატივებს და მოიცავს რეგიონის ქვეყნების მიერ წარდგენილ ნებაყოფლობით ვალდებულებებს ეროვნულ დონეზე მწვანე ეკონომიკის განვითარების და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფისთვის. ონლაინ კონფერენციაზე, ბათუმის მინისტერიალის ინიციატივების მონაწილე 6 ქვეყნის წარმომადგენლებმა BIG-E-ის და BACA-ს ვალდებულებების განხორციელების პროცესი განიხილეს და მათ მიერ აღებული ახალი ვალდებულებები წარმოადგინეს. მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ BACA-ს 7 ნებაყოფლობითი ვალდებულების განხორციელების შესახებდა ყურადღება აღნიშნული ვალდებულებების განხორციელების პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლსა და აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა. „საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს BACA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულების განხორციელების კუთხით, რომელიც მოიცავს ქმედებებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის და შეფასების სისტემის გაუმჯობესებისა და ტრანსპორტის სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი BACA-ს ახალი, მერვე ნებაყოფლობითი ვალდებულება ითვალისწინებს აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ, VOC) გაფრქვევების შემცირებას ბენზინის შენახვა/დისტრიბუციისა და საღებავების მოხმარების სექტორიდან. ამასთანავე, მონაწილეებს აცნობა, რომ საქართველომ აიღო დამატებითი ნებაყოფლობითი ვალდებულება BIG-E-ს ფარგლებშიც, რომელიც გარემოსდაცვითი რისკების შემცირებას გულისხმობს მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვის საშუალებით. ონლაინ კონფერენციას უკრაინის, პორტუგალიის, ფინეთის, ბელარუსის, საქართველოსა და უზბეკეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)