|
2021-04-20 10:46:13, 1135 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელის პარტიამ კანცლერის თანამდებობაზე არმინ ლაშეტის კანდიდატურის წარდგენას დაუჭირა მხარი
გერმანიის კონსერვატიული პარტიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საბჭომ კანცლერის თანამდებობაზე პარტიის ლიდერის, არმინ ლაშეტის კანდიდატურის წარდგენას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარტიის ლიდერს მხარი საბჭოს 77.5%-მა, ანუ 31-მა წევრმა დაუჭირა. მისმა კონკურენტმა „ქრისტიანული სოციალური კავშირის“ წარმომადგენელმა, მარკუს სოდერმა აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ 9 ხმა მიიღო. კენჭისყრის შედეგები „ქრისტიანული სოციალური კავშირისა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ბლოკის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით ოფიციალურ გადაწყვეტილება არ არის, თუმცა სოდერმა განაცხადა, რომ იგი პატივს სცემს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ცნობისთვის, არმინ ლაშეტი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარედ მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)