|
2021-04-19 18:23:02, 876 ნახვა
პოლიტიკა
ჟოზეფ ბორელი - მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისული გზები, რათა საქართველო ჩიხიდან გამოვიდეს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჟოზეფ ბორელი მოუწოდებს ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისული გზები და გადადგან ნაბიჯები შეთანხმებისკენ. როგორც მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ვიდეოკონფერენციის შემდეგ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტისთვის ხელმოწერის მზაობა მისასალმებელია. „შეხვედრის დროს ვისაუბრეთ საქართველოს საკითხზეც. პრეზიდენტ შარლ მიშელის სახელით ახალი წინადადება იქნა წარდგენილი, რათა მოიძებნოს გზა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. მივესალმები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო შეთავაზება, რომელიც ბოლოს იყო წარდგენილი და იმედი მაქვს, სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯს, რათა შედგეს შეთანხმება. იმედი გვაქვს, რომ სხვა პარტიებიც იმოქმედებენ იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება. მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისული გზები, რათა საქართველო გამოვიდეს იმ ჩიხიდან, რომელშიც ახლა არის და გააგრძელოს თავისი დემოკრატიული კონსოლიდაცია. ვიმედოვნებ, რომ დღის ბოლოს ამას გავიგებთ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)