17:30 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 12:17:30, 567 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - შეთანხმების ფანჯარა, რომელიც გუშინ გაიხსნა, უნდა გამოვიყენოთ

შეთანხმების ფანჯარა, რომელიც გუშინ გაიხსნა, უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს.

როგორც მან აღნიშნა, მხარეებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში არის ყველა ფუნდამენტი შექმნილი იმისთვის, რომ ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს.

„ვფიქრობ, გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ვწუხვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა ფაქტობრივად დასავლეთს და დემონსტრაციულად არ მოვიდნენ მოლაპარაკებებზე. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამით მათ რეალურად აჩვენეს საკუთარი სახე მთელ დასავლეთს. მათი გათვლა იყო, რომ ოპოზიცია რადიკალურად მიუდგებოდა ამ დოკუმენტს და უარს იტყოდა ხელმოწერაზე, რაზეც შემდეგ იტყოდნენ, რომ ოპოზიცია არ თანხმდება და ა.შ.

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური გუნდი ვართ პასუხიმგებლიანი ძალა და მიგვაჩნია, რომ იმ შეთანხმების ფანჯარა, რომელიც გუშინ გაიხსნა, უნდა გამოვიყენოთ. აბსოლუტურად მესმის, რომ შეიძლება ამ დოკუმენტის ყველა კომპონენტი არ მოგვწონდეს, მაგრამ ამ დოკუმენტში დასავლელი პარტნიორების მიერ არის ყველა ფუნდამენტი შექმნილი, რომელმაც შეიძლება ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics