18:07 - 26 Jul, 2026
|
2021-04-18 10:19:17, 1382 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - მხოლოდ სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან მკაფიო წითელი ხაზები უნდა განვსაზღვროთ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მხოლოდ სანქციები საკმარისი არ არის და რუსეთთან მიმართებაში მკაფიო წითელი ხაზები უნდა განსაზღვრონ. უცხოური მედია "სიბიესისთვის" მიცემულ ინტერვიუში მაკრონი აღნიშნავს, რომ მიესალმება ჯო ბაიდენის სურვილს გახსნას რუსეთთან დიალოგი. "ეს ერთადერთი გზაა სანდოობისთვის. ვფიქრობ, რომ სანქციები თავისთავად არ არის საკმარისი, მაგრამ სანქციები ამ პაკეტის ნაწილია. მე მირჩევნია კონსტრუქციული დიალოგი, მაგრამ კონსტრუქციული და ეფექტური დიალოგისთვის საჭიროა სანდოობა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მკაფიო წითელი ხაზები რუსეთთან", - აღნიშნა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთთან „გულუბრყვილო მიდგომა“ ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)