|
2021-04-17 12:49:17, 1430 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული დააკავა
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული, ალექსანდ სოსონიუკი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიპლომატის დაკავების მიზეზი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება გახდა. „16 აპრილს, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი დიპლომატი, სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა, რომელსაც გადაეცა საიდუმლო მონაცემები რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და „ეფესბეს“ მონაცემთა ბაზებიდან“, - აღნიშნულია უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიური მუშაკის სტატუსთან და აშკარად მტრული ხასიათი აქვს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ამასთან, უშიშროების ფედერალურ სამსახურში აღნიშნავენ, რომ დიპლომატის მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ზომები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)