|
2021-04-16 00:20:54, 624 ნახვა
კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი, რომლის შესრულების შემთხვევაში დიალოგი გაგრძელდება
„დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი, რომლის შესრულების შემთხვევაში დიალოგი გაგრძელდება“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაელოდებიან ხელისუფლების მხრიდან პასუხებს, თუმცა პროტესტისა და აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. „კარგი არის ის, რომ გადავდივართ კონსტრუქციულ რეჟიმზე. ჩვენ დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი, რომ გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისა. ეს პირობებია - 1. შეწყდეს რეპრესიული ფონი და გამოვიდნენ პოლიციელები ხეობიდან, 2. აიღონ ის რკინის კონსტრუქციები, რომელიც არის 3. შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები. მათ გვითხრეს, რომ ამ მომენტში არ შეუძლიათ პასუხები გაგვცენ ყველა კითხვაზე, ამიტომ მათზე ვართ დამოკიდებული რა პასუხებს გაგვცემენ, პრემიერის ჯანმრთელობა დასახელდა მიზეზად და ალბათ რამდენიმე დღე იქნება ამისთვის საჭირო. მოკლედ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ეს სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. ამ პირობების შესრულების შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს მიწასთან, კონტრაქტზე და ა.შ. პროტესტი გაგრძელდება, აქ მყოფ მოსახლეობას ვისაც სურვილი აქვს შეუძლია დაბრუნდეს სახლში და არ დაჯარიმდებიან, ხოლო ჩვენ დავბრუნდებით გუმათში“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)