11:17 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 14:46:12, 723 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორებს შეახსენებს, რომ ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 31 მაისს იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს შეახსენებს,  რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთხელ იქნა მიღებული ავტომობილების განბაჟების გადავადების გადაწყვეტილება.

კერძოდ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა).

აღნიშნული შეღავათი დაახლოებით  19 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხება.

31 მაისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე  თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს დაიცვან კანონით დადგენილი საბაჟო გაფორმების პროცედურები და ვადები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics