16:42 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 12:10:39, 648 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, რომ მოლაპარაკების პროცესში კონსტრუქციული მიდგომა გამოავლინოს, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით.

როგორც მან აშშ-ში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობა არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება.

„რა თქმა უნდა, ძალიან დიდ დროს ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბარს. ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესების განვითარებას და ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებსა და რჩევებს ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ეს ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც, მზად ვართ, გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომა, პრინციპების დაცვით.

მთავარია, რომ აშშ არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი. ეს მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა იმ შეხვედრებზე, რომელიც დღემდე გაიმართა ჩვენს პარტნიორებთან. აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობა არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში მთლიანობაში პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება. აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება არის ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებში. ყველა დეტალზე ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი რჩევების მოსმენა, ეს რჩევები ძალიან საინტერესოა და ბუნებრივია, დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics